რუსეთში სსრკ-სა და ნაცისტური გერამანიის შედარების აკრძალვა სურთ

რუსეთის პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან სახალხო შედარებას კრძალავს.

დოკუმენტი, რომელიც 5 მაისს რუსეთის პარლამენტის საიტზე გამოქვეყნდა, კრძალავს საბჭოთა რესპუბლიკის ხელმძღვანელების მიზნების, გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების ნაცისტური გერმანიისა და ნაცისტური ბლოკის სამხედრო სარდლობის მიზნებთან, გადაწყვეტილებებთან და მოქმედებებთან შედარებას. შესაბამისი შესწორება დაგეგმილია კანონში “1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვებაში საბჭოთა ხალხის განდიდების შესახებ” -ამის შესახებ “დოიჩე ველე” წერს.

გარდა ამისა, დეპუტატების სურვილია “მეორე მსოფლიო ომში ევროპის ქვეყნების განთავისუფლებასა და ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში საბჭოთა ხალხის გადამწყვეტი წვლილის” უარყოფის აკრძალვა.

banner
წინა სტატიაშიქალმა მალიში ცხრა ბავშვი იმშობიარა, ყველა ცოცხალი და ჯანმრთელია
შემდეგი სტატიაევროკავშირი სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალების შექმნას განიხილავს