14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმა განხორციელდა.

მედიის ცნობით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა, რის შედეგადაც, რუსეთის სამარის ოლქში მდებარე სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა.

ასევე, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც მოხდა.

რუსული მედია წერს, რომ დრონების საფრთხის გამო კრასნოდარის აეროპორტი დროებით დაიხურა.

მოგვიანებით, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ („როსავიაციამ“) განაცხადა, რომ აეროპორტში დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა შავ ზღვაში გერმანიის მფლობელობაში მყოფ სატვირთო გემს დრონებით დაარტყა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს