რუსეთში სიყვარულის, გახსნილობისა და სექსუალობისადმი მიძღვნილი Amour Party ნიღბიანებმა დაარბიეს

სიყვარულის, გახსნილობისა და სექსუალობისადმი მიძღვნილი Amour Party, რომელიც ტულაში გაიმართა, პოლიციამ დაარბია, – იუწყება OVD-Info. SOBR-ის ნიღბიანი ჯარისკაცები ტიპოგრაფიის კულტურის ცენტრში შეიჭრნენ და იქ მყოფი ხალხი აიძულეს, იატაკზე დაწოლილიყო, შემდეგ კი სცემეს.

ამასთან, Amour Party-ის წევრებს ემუქრებოდნენ უკრაინაში ომში გაგზავნით, თან მოსთხოვეს, რომ დაეჩოქათ და ტულას ჰიმნი ემღერათ. აღსანიშნავია, რომ იმის გადაღება, რაც იქ ხდებოდა, აკრძალული იყო.

OVD-Info-ს წყაროს ცნობით, ნიღბიანები საკუთარ თავს ომის მონაწილეებს უწოდებდნენ, მათ გარდა კულტურის ცენტრში, გავრცელებული ინფორმაციით, E ცენტრის თანამშრომლებიც მივიდნენ, დაპირსპირების შემდეგ დამსწრეებს შორის შეარჩიეს „ქალური გარეგნობის“ ახალგაზრდები, ჩასვეს ორ მანქანაში და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მათ ბრალი წაუყენეს „ლგბტ პროპაგანდის“ ბრალდებით. შემდეგ კი გაათავისუფლეს.

მანამდე მოსკოვში FSB-მ დაარბია ანიმაციური სერიალის My Little Pony თაყვანისმცემლების ფესტივალი და მას “ლგბტ პროპაგანდა” უწოდა.

banner
წინა სტატიაში“გადავწყვიტეთ, მთელი ჩვენი არტილერია უკრაინას გადავცეთ”- დანიის პრემიერი
შემდეგი სტატიარუსეთი კოსმოსში ბირთვულ იარაღის განთავსებას გეგმავს – ენტონი ბლინკენის, ჩინეთისა და ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დეტალები