რუსეთში შიდსის ეპიდემიაა… 1 მილიონამდე ადამიანი ინფიცირებულია…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 1, 2015 00:25

რუსეთში შიდსის ეპიდემიაა… 1 მილიონამდე ადამიანი ინფიცირებულია…

მნიშვნელოვანი

  • ,,რუსეთში შიდსის დაავადებამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო,, აცხადებს ,,როსპოტრებნადზორის,, სამმართველოს სანკტ პეტერბურგის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი ირინა ჩხინჯერია...

სხვა სტატიები

irina-chhindzheriya,,რუსეთში შიდსის დაავადებამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო,, აცხადებს ,,როსპოტრებნადზორის,, სამმართველოს სანკტ პეტერბურგის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი  ირინა ჩხინჯერია…

აფხაზური წარმოშობის რუსი ეპიდემიოლოგი, 30 ნოემბერს რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთში შიდსი ძალიან დიდი სიხშირით ვლინდება იმ ადამიანებში, რომლებიც რისკის ჯგუს არ წარმოადგენდნენ. მისივე განმარტებით, დაავადება გასცდა რისკის ჯგუფის ფარგლებს და უშუალოდ მოსახლეობის პოპულაციაში გადაინაცვლა… დაავადებულთა 40 % კი – ქალები არიან. ვირუსი გამოვლენილია ორსულ ქალთა 1%-შიც.

2015 წლის 1 ნოემბრის ოფიციალური  მონაცემებით, რუსეთში დარეგისტრირებულ შიდსის ვირუსით დაავდებულთა რიცხვმა  986 ათას 657 ადამიანი შეადგინა. უცნობია, რამდენი ადამიანია ამჟამად  დაურეგისტრირებლად ინფიცირებული.

,,როსპოტრებნადზორის,, მონაცემებით, დაავდებულთა 54 % ნარკოტიკების შიდავენური მიღების დროს დაინფიცირებულია, ხოლო 42%-ში ეს დაავადება სექსუალური გზით მოხვდა.

SKVARCOVA-MINZDRAV-RUSდაახლოებით ერთი თვის წინ, რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვარცოვამ განაცხადა, რომ რუსეთში შიდსის ეპიდემიის სახეს იღებს და ეს დაავადება 2020 წლისთვის შესაძლებელია უკონტროლო გახდეს…

,,შიდსის თერაპიის დაფინანსების დღევანდელი დონის ფარგლებში, სამკურნალო დახმარება ეწევა მხოლოდ 200.000 ინფიცირებულ ავადმყოფს, რაც რეგისტრირებულთა მხოლოდ 23%-მდეა. თუ მედიკამენტებზე ფასებს დავწევთ, ეს დახმარება შესაძლებელია 30-35 %-ს ეყოს. აუცილებელია ინფიცირებულთა 60-80%-ს მკურნალობა დაფინანსდეს… წინააღმდეგ შემთხვევაში 2020 წლისთვის დაავადებულთა რიცხვი სულ მცირე 250%-თ მოიმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემია აფეთქდება და სიტუაცია უკონტროლო გახდება,, განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანისნავია, რომ შიდსისი ეპიდემიის საშიშროება რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ ამ თვის დასაწყისში აღიარა. 4 ნოემბერს ჩატარებული რუსეთის მთავრობის სხდომის დროს, რომელიც ჯანდაცვის პრობლემებს მიეძღვნა, რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს შიდსის ეპიდემია ემუქრება და დაავადებულთა რიცხვი ქვეყანაში დღითი-დღე იზრდება.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 1, 2015 00:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics