რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი – სასწრაფოდ შეიკრიბოს პარლამენტის ნდობის ჯგუფი – დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ხელისუფლებას ნდობის ჯგუფის მოწვევისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ანა დოლიძე „ფეისბუქ“ გვერდზე წერს და აცხადებს, რომ ნდობის ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ სიტუაციაში, რუსეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა: 1. საქართველოს პარლამენტმა სასწრაფოდ მოიწვიოს ნდობის ჯგუფი. შეგახსენებთ, რომ სწორედ ნდობის ჯგუფის საქმეა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების განხილვა დემოკრატიულ, საპარლამენტო ფორმატში, თუმცა საიდუმლოს და კონფიდენციალობის დაცვით; 2. მოიწვიონ ყველა საპარლამენტო ჯგუფის და ფრაქციის წარმომადგენლები (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით ეს შესაძლებელია); 3. ნდობის ჯგუფმა უნდა სასწრაფოდ მოისმინოს თავდაცვის, სუს-ის და შსს მინისტრების ანალიტიკა ვითარებასთან დაკავშირებით; 4. შეიმუშაოს სტრატეგიული სცენარები და წარუდგინოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საქმის კურსში ჩაგვაყენოს პროცესებთან მიმართებით. იქნებ ამაზე მაინც იყოს შესაძლებელი რაიმე ტიპის ერთობა“, – წერს ანა დოლიძე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – სამოქალაქო ომის განმეორებას არ დავუშვებთ
შემდეგი სტატიაჩვენ ასე მოვიქცეოდით: უშიშროების საბჭოს მოწვევა, საზღვრების შეზღუდვა, ვიზების შემოღება, მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის – თქვენ რას აპირებთ? – ხაზარაძე “ოცნებას”