14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

რუსეთში შენობას დრონი მოხვდა-არიან დაშავებულები

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში საცხოვრებელ შენობას დრონი მოხვდა, არიან დაშავებულები.

რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორის, დენის პასლერის ინფორმაციით, ქალაქ ეკატერინბურზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. სამედიცინო დახმარება ექვს ადამიანს აღმოუჩინეს“, – განაცხადა სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა.

გუბერნატორის ცნობით, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტრეფიკინგში ჩართულ ნავს დაარტყეს – დაიღუპა 2 პირი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა