33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსეთში საწვავის კრიზისია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში მოქმედმა მსხვილმა ავტოგასამართმა სადგურებმა საწვავის რეალიზაციაზე ლიმიტები დააწესეს. როგორც რუსული მედია იუწყება,  შეზღუდვები 20-დან 100 ლიტრამდე მერყეობს. Tatneft-ის ქსელში 92 და 95 მარკის ბენზინზე 20-ლიტრიანი, ხოლო დიზელზე 40-ლიტრიანი ლიმიტი მოქმედებს. Rosneft-ის სადგურებზე ავზსა ან კანისტრაზე მაქსიმუმ 90 ლიტრის შევსებაა შესაძლებელი, Lukoil-ი კი ერთ ჩეკზე ბენზინისა თუ დიზელის 100 ლიტრზე მეტი მოცულობით გაცემას კრძალავს.

ანალოგიური დროებითი ლიმიტები ზოგიერთ რეგიონალურ ავტოგასამართ სადგურზეც ამოქმედდა.

მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელოვნური აჟიოტაჟის თავიდან აცილებასა და სტაბილური ვითარების უზრუნველყოფას მიზნად ისახავს. პარალელურად, სანქტ-პეტერბურგის ენერგეტიკის კომიტეტი აცხადებს, რომ რეგიონში საწვავის რესურსების დეფიციტის წინაპირობა არ არსებობს და შეზღუდვები უბრალოდ პრევენციული ხასიათისაა.

რაც შეეხება კრიზისის მასშტაბებს, რუსეთში ბენზინის დეფიციტმა ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთამდე უკვე მიაღწია. კერძოდ, ხაბაროვსკის მხარის მაცხოვრებლები ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების შეფერხებაზე აქტიურად ჩივიან. თავად საწვავის დეფიციტი თავდაპირველად ყუბანის რეგიონში წარმოიქმნა, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტრომ მომარაგების პრობლემების არსებობა ოფიციალურად აღიარა.

კრიზისის გამომწვევი მიზეზი ორგვარია – უკრაინის თავდასხმები და საერთაშორისო სანქციები. მუდმივი იერიშებისა და საიმპორტო შეზღუდვების ფონზე, რუსეთი დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას ვერ ახერხებს და ვერც ამჟამად მოქმედ ქარხნებსა და ტერმინალებს იცავს.

banner
წინა სტატიაშისაქსტატი: 2025 წელს სასაკლაოებში 65 ათას ტონაზე მეტი ხორცი აწარმოეს
შემდეგი სტატიასომხეთის ყოფილ პრეზიდენტს და ოპოზიციონერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს