„მოსკოვში კატასტროფა ხდება. მართლა კატასტროფაა ბენზინის მხრივ. ღამის 12 საათიდან რიგში ვარ, ახლა უკვე პირველის ნახევარია. ნახევარი საათია ბენზინგასამართ სადგურზე რიგში ვდგავარ და საერთოდ არ დავძრულვარ. ახლა კი სადგურის თანამშრომელი გამოვიდა და თქვა, რომ ბენზინი აღარ არის და ყველანი დაიშალეთო. სრული ქაოსია. ახლომდებარე ხუთი ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ როსნეფტზე იყო ბენზინი, მაგრამ ისიც უკვე გათავდა. უბრალოდ სრული კატასტროფაა”,_ ამბობს რუსეთის მოქალაქე მოსკოვიდან.
რუსეთის რამდენიმე რეგიონში საწვავის სერიოზული დეფიციტია. უკრაინული თავდასხმების გამო, ბენზინგასამართი სადგურები და ნავთობკომპანიები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ.


















