რუსეთში სასწავლო ფრენისას ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

რუსეთში, სარატოვის რაიონში, სასწავლო ფრენის დროს ორი სამხედრო ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ერთი ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. შემთხვევას ეკიპაჟის ერთი წევრი ემსხვერპლა. მძიმეა პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეორე ვერტმფრენმა, სავარაუდოდ, სოფელთან ახლოს აეროდრომზე დაბრუნება შეძლო.

ქალაქის ოპერატიული სადისპეჩერო ცენტრის ხელმძღვანელი, რომან სტირბავიჩიუსმა თქვა, რომ „ბორტზე სამი ადამიანი იყო. ერთი დაიღუპა, ერთი დაშავდა, მესამეს ამ დრომდე ეძებენ“. მისივე თქმით, დაშავებული ეკიპაჟის წევრი შოკურ მდგომარეობაშია, ის შვეულმფრენიდან პარაშუტით გადმოხტა.

ავიაკატასტროფის მიზეზად რუსეთის ხელისუფლება ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს