25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

რუსეთში საქართველოში მცხოვრები ბლოგერი დაუსწრებლად დააპატიმრეს

მოსკოვის ნაგატინსკის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებელი დაპატიმრება შეუფარდა საქართველოში მცხოვრებ რუსულენოვანი ტელეგრამ-არხის ავტორს, ნიკოლაი ლევშიცს.

რუსული მხარის ცნობით, ბლოგერს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელება. ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ პოსტს ან განცხადებას უკავშირდება მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა ლევშიცის დაკავების ან რუსეთში მისი ექსტრადიციის მომენტიდან და ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლში რუსეთის ხელისუფლებამ ლევშიცი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრში შეიყვანა, მანამდე კი მას „უცხოური აგენტის“ სტატუსი მიანიჭა.

ნიკოლაი ლევშიცი წარსულში რუს ოპოზიციონერებთან თანამშრომლობდა. მან რუსეთი 2019 წელს დატოვა და საქართველოში მას შემდეგ გადმოვიდა, რაც მის საცხოვრებელ სახლში ბიზნესმენ მიხაილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული ერთ-ერთი საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა.

banner
წინა სტატიაში“ჯარი ლაჩარი გენერლებისა და ქოცების ხელფასების ადგილად იქცა” — სააკაშვილი
შემდეგი სტატიაკოშტა: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას და ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიებს მივაწვდით