რუსეთში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანიად“, ცალკე სუბიექტად გავწევრიანდებით – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის რუსეთში შესვლის შესახებ რეფერენდუმის მხარდასაჭერად უკვე სამი ათასზე მეტი ხელმოწერაა შეგროვილი, შეგროვება გრძელდება, – ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.
„რეფერენდუმი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხალხის ეს გადაწყვეტილება გვარწმუნებს ჩვენი მოსახლეობის მომავალში და არა მხოლოდ ამაში. ეს აძლევს თავდაჯერებულობას რუსულ სამყაროს, ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, რომლებიც ამას ელოდებიან. დღეს ჩვენ მოწმენი ვართ, რომ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ რესპუბლიკების აღიარების შესახებ აბსოლუტურად მართებული იყო. ქმედებები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი კარგად გრძნობდეს თავს, ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, როდესაც სხვები ზურგს აქცევენ, ჩვენ მივდივართ მასთან, რადგან ეს ჩვენი სამყაროა. რუსეთი ჩვენი ისტორიული სამშობლოა და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ იგი“, – აღნიშნა ბიბილოვმა.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას რესპუბლიკის მომავლისთვის,

„მე ჩემი ხალხით ვცხოვრობ და არასდროს მომიტყუებია“, – დასძინა ე.წ. პრეზიდენტმა.

„სამხრეთ ოსეთი“, საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, რუსეთში გაწევრიანდება როგორც „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – სახელმწიფო ალანია“ რუსეთის ცალკე სუბიექტი.

„ხალხს უნდა გავაგებინოთ, რა მოხდეს ამ შემთხვევაში, რა გველოდება შემდგომ და არჩევანი ხალხის ხელშია. მთავარია ხალხს სიმართლე ვუთხრათ. დღეს ორი იდეოლოგია არსებობს. პირველი, ეს არის კანონი და ხალხის მისწრაფება შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. მეორე იდეოლოგია, ეს არის დანაშაულებრივი იდეოლოგია, როდესაც კრიმინალურ ელემენტებს სურთ ხელისუფლებაში მოსვლა. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი“, – განაცხადა ბიბილოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტაქტიკური მასშტაბის აქტიური კონტრშეტევები განახორციელეს
შემდეგი სტატიაორმხრივი შეხვედრა, რომელიც გაიმართა საქართველო-უკრაინის სპიკერებს შორის, ვფიქრობ, რაღაც დოზით ურთიერთგაგების გაუმჯობესებას ნიშნავს – მეგრელიშვილი