რუსეთში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს და „საქართველოს პროვოკაციებზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს

region
ავტ.: region აგვისტო 31, 2019 13:25

რუსეთში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ.საელჩო საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს და „საქართველოს პროვოკაციებზე“ ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს

მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის“ „საელჩომ“ რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას ინფორმაცია მიაწოდა. დე ფაქტო“ ხელისუფლება დიპლომატებს სოფელ ჩორჩანასა და სოფელ წნელისს შორის ქართული პოლიციის ბლოკპოსტის დადგმის თაობაზე აწვდის საკუთარ ვერსიას.

„უხეშად დაარღვიეს რა რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი ზნაურის რაიონის სოფელ უისტას შემოგარენში, საქართველოს ძალოვანმა სტრუქტურებმა დაიწყეს საინჟინრო-საფორტიფიკაციო სამუშაოები საქართველოს პოლიციის ე.წ. პოსტის განსათავსებლად, რამაც დაძაბულობის გრადუსი ძალიან საშიშ დონემდე აიყვანა“.

„სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს პროვოკაციული მოქმედებების მიმართ მტკიცე პროტესტი გამოხატა და ფაქტობრივი კარტოგრაფიული და სხვა მასალების საფუძველზე ოფიციალური თბილისის მოქმედებების პროვოკაციული ხასიათი აჩვენა“.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ კონსტრუქციული დიალოგით საქართველოს დაუინტერესებლობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირისა და ეუთო-ს მხრიდან სათანადო რეაქციის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს 2008 წლის აგრესიის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამეორება. სამხრეთ ოსეთის საზღვართან საქართველოს ძალიან საშიში მოქმედებები, მათ შორის იმ კონტრპროდუქტიული პოზიციის შედეგია, როდესაც ქართული მხარე უარს ამბობს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებაზე“ , – ნათქვამია „სამხრეთ ოსეთის“ „საელჩოს“ პრესრელიზში.

ე.წ.საელჩოს ინფორმაციით, „სამხრეთ ოსეთი“ , რომელიც საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარების სამშვიდობო მეთოდების მომხრეა, კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო სტრუქტურებს სერიოზული ყურადღება მიაქციონ საქართველოს მოქმედებებს, ამასთან იტოვებს უფლებას, „თავისი ტერიტორია და მოქალაქეები აგრესორისგან დაიცვას“.

region
ავტ.: region აგვისტო 31, 2019 13:25

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,597
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics