რუსეთში, საარჩევნო პროცესის ხელის შეშლის მუხლით, სულ მცირე 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებზე, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სულ მცირე, 15 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

როგორც “ნოვაია გაზეტა ევროპა” რეგიონული საგამოძიებო კომიტეტების ანგარიშებზე დაყრდნობით წერს, ინციდენტები საარჩევნო ყუთების საღებავით შევსების მცდელობას, საარჩევნო უბნებზე ცეცხლის წაკიდებას, საღებავით ბიულეტენების დაზიანებას და სხვა შემთხვევებს უკავშირდება. გამოცემა ასევე წერს, რომ დააკავეს თითქმის ყველა, ვინც ბიულეტენების გაფუჭებას ცდილობდა.

საქმეები საარჩევნო უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლის მუხლით აღიძრა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვორონეჟში, ივანოვოსა და კოგალიმში, სოჭში, ველიკი ნოვგოროდსა და სხვა ქალაქებსა თუ რეგიონებში. აღნიშნული მუხლი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიბოლო კვირებში, ბევრმა დაინახა რუსეთის ომის მანქანის დაუცველობა – ზელენსკი
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ოდესაში ვიზიტი გააუქმა