რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რიაზანის ოლქის გუბერნატორის, პაველ მალკოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.
რუსული „ტელეგრამ“ არხის Astra-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში ეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მეცხრე თავდასხმაა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
შემდეგი სტატიაოკუპირებულ მარიუპოლში რუსებმა ნაძვის ხე იმ თეატრის წინ დადგეს, რომელიც 3 წლის წინ დაბომბეს