რუსეთში, ქართული ნატახტარის ლიმონათის წარმოებას იწყება

რუსეთში დაფუძნებული ლუდსახარში კომპანია AB InBev Efes ქართული ნატახტარის ლიმონათის რუსეთში წარმოებას იწყებს.

ინფორმაციას რუსულ სამთავრობო, პროპაგანდისტულ მედიასაშუალება TASS-ს კომპანიაში დაუდასტურეს.

“ჩვენ დავიწყეთ ნატახტარის წარმოება რუსულ საწარმოებში. ეს არის ახალი ეტაპი ჩვენი ლეგენდარული ბრენდების პორტფელის განვითარებაში. […] ნატახტარის ლოკალიზაცია – სტრატეგიული ნაბიჯია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ პროდუქტი რუსი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, შენარჩუნებული იქნება გემო და ხარისხი”, – თქვა AB InBev Efes-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლაი ტიურნიკოვმა.

მისი თქმით, დამატებითი საგადასახადო და სააქციზო შემოსავლები ქვეყნის ბიუჯეტში მხოლოდ წარმოების დაწყების პირველ წელს დაახლოებით 1 მილიარდ რუბლს მიაღწევს.

ის ამბობს, რომ ნატახტარის ლიმონათის წარმოების დაწყება განპირობებულია უალკოჰოლო გაზიანე სასმელებზე არსებული მზარდი მოთხოვნით.

TASS წერს, რომ რუსეთში ნატახტარის ლიმონათის წარმოება დაიწყება საწარმოებში – ივანოვო და ომსკი. გაყიდვა გაზაფხულის ბოლოს დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიპრორუსული ალტ-ინფოს პარტია საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძეს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა