რუსეთში პოლონეთის ელჩი გამოიძახეს პოლონეთში “ღამის მგლების” დაბლოკვის გამო

რუსეთში პოლონეთის ელჩი გამოიძახეს პოლონეთში

4მოსკოვში პოლონეთის ელჩი კარაჟინა პელჩინსკაია-ნალენჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს – ამის შესახებ სააგენტო “ტასი” დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაბარება დაკავშირებულია ვარშავას გადაწყვეტილებასთან, რუსული ბაიკ კლუბის “ღამის მგლების” წევრები ქვეყანაში არ შეუშვას – ისინი თავისუფლების დღესთან დაკავშირებით მოტორბოლას აწყობენ. განცხადება, რომ პოლონეთი ბაიკერებს რა შეუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე მოსკოვში პოლონეთის საელჩოს პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

ბაიკერების კოლონა, რომლებიც მონაწილეობენ მოტორბოლაში “გამარჯვების გზებით- ბერლინისკენ” დღეს მოსკოვის ბაიკ-ცენტრიდან დაიძრა. გეგმით, ბაიკერები გაირბენენ რუსეთის, ბელორუსის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიის და გერმანიის ტერიტორიებს და 9 მაისს ბერლინში იქნებიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს პოლონეთმა ბაიკერები არ შეუშვა საკუთარ ტერიტორიაზე, გერმანიამ კი რამდენიმე “ღამის მგელს” ვიზა გაუუქმა. მიუხედავად ამისა, ბაიკერებმა ჩანაფიქრის განხორციელება მაინც შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიმარსელის ებრაელებმა მუსლიმებს სინაგოგა მიჰყიდეს
შემდეგი სტატიაუფლებადამცველებმა ალეპოს მსხვერპლი დაითვალეს