11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება

Baza-ს ინფორმაციით, რუსეთში პირველი აპრილიდან Telegram სრულად დაიბლოკება, Facebook-ისა და Instagram-ის მსგავსად.

კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სფეროში ზედამხედველობის ფედერალური სამსახური როსკომნადზორი შეზღუდვას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე გაავრცელებს.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდება როგორც მობილურ, ისე სატელიტური ინტერნეტსისტემების მეშვეობით.

რუსეთის მთავრობამ Telegram-ის გაუქმების შესახებ 10 თებერვალს განაცხადა. რუსეთი ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება “მოქალაქეების დაცვას” ემსახურება, რადგან რუსეთის მტკიცებითვე, Telegram “კრიმინალურ და ტერორისტულ” კონტენტს არ ზღუდავს.

როსკომნადზორმა ასევე აღნიშნა, რომ Telegram-ის ფუნქციონირებას იქამდე შეზღუდავს, სანამ “კანონმდებლობის დარღვევები არ აღმოიფხვრება”.

ცნობისთვის, 12 თებერვალს რუსეთმა ქვეყანაში Meta Platforms-ის საკუთრებაში არსებული WhatsApp-ის დაბლოკვა სცადა. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განმარტა, რომ Meta იმ შემთხვევაში გააგრძელებს ფუნქციონირებას, თუ “რუსულ კანონმდებლობას დაემორჩილება და ხელისუფლებასთან შევა დიალოგში”.

banner
წინა სტატიაშიე.წ. “ქოლ-ცენტრებისა” და ფულის გათეთრების საქმე – დააკავეს, თუ არა ელისო კილაძე ზურაბ თოდუას მიერ წარდგენილი აუდიო-ჩანაწერის საფუძველზე?!
შემდეგი სტატიათბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 13 დაკავებულის პროცესი მიმდინარეობს