რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატზე გულშემატკივრებს ნარკოტიკებით მისვლა შეუძლიათ

რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატის მატჩებზე გულშემატკივრებს შეუძლიათ ნარკოტიკებითა და ფსიქოტროპული წამლებით მისვლა, თუკი მათ ექიმის რეცეპტი ექნებათ – ამის შესახებ რუსული “იზვესტია” წერს. უცხოელ და რუს გულშემატკივრებს უფლება აქვთ თან იქონიონ 7 დასახელების პრეპარატი. რეცეპტის ორიგინალობას ძალოვანი სტრუქტურები შეამოწმებენ. ჯერჯერობით, დასახელებულ პრეპარატებს შორის ნახსენებია მხოლოდ მარიხუანა, დანარჩენი 6 არ ქვეყნდება.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე 11 ქალაქში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება თუკი ის რუსულ სარაკეტო კომპლექსს იყიდის