რუსეთში პატიმრებს ცივი ტემპერატურით აწამებენ და ტანსაცმელს ართმევენ, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა ოლგა ბენდასმა No Future-ს განუცხადა. ბენდასის წყაროს ცნობით, კოლონია თითქმის ცარიელია – იქიდან ხალხი გამუდმებით ფრონტზე გადაჰყავთ.
„ბანაკის უფროსმა თქვა, რომ იანვარში მოემზადეთ – ყველანი წახვალთ სამსახურში. (…) წინასაახალწლოდ ჩემი ბოლო თბილი საცვლები ჩხრეკისას წაიღეს“, – ამბობს ის წყაროს სიტყვებზე დაყრდნობით.
ბოლო დღეებში ცენტრალურ რუსეთში საშუალო ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა. კოლონიაში მხოლოდ ოფიციალური სამოსით ყოფნა და უფრო მეტიც, მათში სასეირნოდ გასვლა წამებაა, -აღნიშნავს No Future.