17.8 C
Tbilisi
შაბათი, ნოემბერი 14, 2026
banner

რუსეთში ორი ტანკერის ავარიის შედეგად 13 500-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა – ზარალის ანაზღაურებამ 1,47 მილიარდ დოლარს მიაღწია

2024 წლის დეკემბერში შავ ზღვაში ორი რუსული ტანკერის, „ვოლგონეფტის“ ავარიის შედეგად, კრასნოდარის მხარის სანაპიროზე 13 500-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა. ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ადვოკატი ნატალია ლისიცინა აცხადებს.

მისი ინფორმაციით, მონაცემები კრასნოდარის მხარის საარბიტრაჟო სასამართლოს საქმის მასალებს ეყრდნობა.

სასამართლომ ტანკერების მფლობელებსა და დამქირავებელ კომპანიას ველური ბუნებისა და მისი საარსებო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით 34,25 მილიარდი რუბლის, დაახლოებით 423 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

გამოცემა The Insider-ის გამოთვლით, ავარიის შედეგებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის საერთო ოდენობამ, ორი წინა გადაწყვეტილების გათვალისწინებით, 119,2 მილიარდ რუბლს, დაახლოებით 1,47 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ლისიცინას მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი ქედანი დაიღუპა – დაახლოებით 10 300 ფრინველი, რაც დაღუპულთა საერთო რაოდენობის სამ მეოთხედზე მეტია.

დაღუპულ ფრინველებს შორის 1 022 ინდივიდი ცხრა სხვადასხვა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობას მიეკუთვნებოდა.

banner
წინა სტატიაშიევრონიუსის ჟურნალისტი კობახიძეს: ევროპელ ლიდერებს თქვენთან ფოტოების გადაღებაც კი არ სურთ – რა საერთო ღირებულებები გაკავშირებთ ევროკავშირთან?
შემდეგი სტატიადემოკრატებმა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დაამყარეს