რუსეთში ოჯახს მანქანიდან ბებიის ცხედარი მოპარეს

14628173_655420521284805_1066430956_nრუსეთში ლიპჩანების გვარის ოჯახს გარდაცვლილი ბებიის ცხედარი მოპარეს, აცხადებს რუსული მედია…
გავრცელებული ინფორმაციით, ლიპჩანების ოჯახს, რომელიც დასასვენებლად ლიპეცკიდან სოჭში იყო ჩასული, თან 77 წლის ბებიაც მიჰყავდა, რომელიც გზად გარდაიცვალა… სოჭში ჩასულმა ოჯახმა გადაწყვიტა შვებულება არ გაეფუჭებინა, ამიტომ მოხუცის გარდაცვალება დოკუმენტალურად გააფორმეს და ცხედარი დროებით მორგში შეინახეს, რათა დაბრუნების შემდეგ მშობლიურ ლიპეცკში დაესაფლავებინათ. რამდენიმე დღის შემდე, გარდაცვლილის წამოსაღებად, ოჯახის წევრებმა საექსპედიციო საბარგული იყიდეს, მანქანაზე დაამონტაჟეს და უკანა გზაზე ბებიის ცხედარის მასში მოათავსეს… ლიპეცკამდე გზად ერთ-ერთ კემპინგში გაჩერდნენ, სადაც ღამე გაათენეს… დილით გაღვიძებულებს კი – საექსპედიციო საბარგული, რომელშიც ბებიის გვამი იყო – მოპარული დახვდათ.
რუსული მედიის განცხადებით, ცხედრის სამზებრო ღონისძიებები ამ დრომდე ტარდება.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარის საარჩევნო უბნის დარბევის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ხელისუფლება აგრძელებს კორცხელიზაციას”- გოგა ონიანი მისი შტაბის უფროსსა და აქტივისტზე თავდასხმის შესახებ