რუსეთში მწვრთნელმა აღსაზრდელს ჰოკიჯოხი ურტყა (ვიდეო)

რუსეთის ქალაქ სერგიევ–პოსადის ჰოკეისტთა ახალგაზრდული გუნდის “ლუჩის” მთავარმა მწვრთნელმა მატჩის მიმდინარეობის დროს გადაწყვიტა გასწორებოდა ახალგაზრდა ჰოკეისტს.
ინციდენტს ადგილი ჰქონდა სექტემბრის შუა რიცხვებში ერთ–ერთ ტურნირზე ქალაქ სოჭში. ამის შესახებ იტყობინება სააგენტო LIFE#новости.
ეს შემთხვევა მასმედიაში გამხაურდა როდესაც გახდა ცნობილი, რომ მწვრთნელის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მოზარდის სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის შემდეგ.
ვიდეოზე მოსჩანს, თუ როგორ ურტყამს მწვრთნელი ვადიმ ტროიცკი ჰოკიჯოხს მოზარს. აღსანიშნავია, რომ ტურნირს დაესწრო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. იგი პირადად გაესაუბრა ახალგაზრდა ჰოკეისტებს და წარმატებები უსურვა.

 

 

 

https://youtu.be/qObCyW4YxLg

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-უმუშევრობა, ნეპოტიზმი, გაძვირებული მედიკამენტები
შემდეგი სტატიაპუჩდემონმა კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა