რუსეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შემდეგ 20 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსეთში ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილებს იხსენებენ. 20 მარტი ქვეყანაში გლოვის დღედაა გამოცხადებული. სახელმწიფო დაწესებულებებზე დროშები დაუშვეს და გასართობი ღონისძიებები გააუქმეს. ავიაკატასტროფის მიზეზების დადგენას გამოძიება ამ დრომდე ცდილობს.

ადგილზე, სადაც სამგვზავრო ბოინგი ჩამოვარდა, ფლაი დუბაის ექსპერტების ჯგუფი ჩავიდა. უცხოელი სპეციალისტები რუს კოლეგებთან და მაშველებთან ერთად ტერიტორიას განმეორებით შეისწავლიან. გამოძიება ამ დროისთვის ისევ ორ ვერსიაზე მუშაობს – ესაა ტექნიკური გაუმართაობა და პილოტის შეცდომა. თუმცა უფრო უფრო მეტ დეტალებს გამოძიება შავი ყუთების გაშიფვრის შემდეგ გაარკვევს. თვითმფრინავის ორივე შავი ყუთი მოსკოვშია გადაგზავნილი. ავიაკომპანია ფლაი დუბაი, 62–ვე გარდაცვლილის ოჯახს 20 ათასი დოლარის ოდენობით ფულად კომპენსაციას გადაუხდის.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით აშშ-ში საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი დააკავეს