რუსეთში მკვლელ ძიძას პატიმრობა გაუგრძელეს

მოსკოვის სასამართლომ ძიძა გიულჩეხრ ბობოკულოვას, რომელიც 4 წლის გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული, 29 მაისამდე პატიმრობა გაუგრძელა.
ბობოკულოვამ რამდენიმე ხნის წინ ფსიქოლოგიური ექსპერტიზა გაიარა. მისი შედეგები ჯერჯერობით არ არის გამოქვეყნებული, მაგრამ რამდენიმე რუსულმა მედიამ, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცეელა, რომ ძიძა შეურაცხადია.
38 წლის ბობოკულოვა 29 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც მოსკოვში, მეტრო “ოკტიაბრსკოე პოლესთან” გოგონას მოჭრილი თავით გამოჩნდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ის თან “ალაჰ აკბარს” იძახდა.

როგორც გამოძიება ამბობს, ძიძამ ჯერ ბავშვი მოკლა და შემდეგ სახლს წაუკიდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი ალეპოში საავადმყოფოს დაბომბვაზე პასუხისმგებლობას აშშ-ს აკისრებს
შემდეგი სტატიარუსებს აფხაზეთში დასვენება არ ხიბლავს