რუსეთში მიტინგის დარბევა ამერიკამ გააკრიტიკა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ასობით დაკავებული ადამიანის გამო რუსეთის ხელისუფლება გააკრიტიკა.

აშშ-ს შიდა პოლიტიკურმა უწყებამ მომხდარს “დემოკრატიული ღირებულებების შეურაცხყოფა” უწოდა.
“რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს დაკავებულები, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ” – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა თქვა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მოსკოვში გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე ოფიციალურად 600 ადამიანი დააკავეს. უფლებადამცველების თქმით, მათი რიცხვი ათასზე მეტია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიამედვედევმა დაწერა რას აკეთებდა მასობრივი საპროტესტო აქციის დროს