რუსეთში მედიაში ციტატის მოხმობისთვის პასუხისმგებლობა გაამკაცრეს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 19 მაისს მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სხვა მედიასაშუალების ციტირებისთვის მთელი რედაქცია აგებს პასუხს, თუკი შეუძლებელი იქნება გამოცემის რედაქტორების პოვნა და დასჯა – შესაბამისი შესწორება “მასობრივი ინფორმაციის შესახებ” კანონის 57-ე მუხლში შევიდა. აღნიშნული მუხლის თანახმად, ჟურნალისტები ციტატის მოხმობის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდნენ – “დოიჩე ველე” წერს. კანონი რედაქციას ათავისუფლებდა პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში, თუკი სხვა მედიასაშუალებიდან ციტატის სახით მოხმობილი იყო მცდარი, აკრძალული ინფორმაცია.

ახალი კანონის მიხედვით, მოხმობილი ციტატის დამადასტურებელი ბმული საკმარისი არ არის .

banner
წინა სტატიაშიავარიით დასრულდა ბოლო ზარის აღნიშვნა ფახულანში
შემდეგი სტატიათბილისის განვითარების ფონდმა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის რესტავრაცია-რეაბილიტაცია დაიწყო