რუსეთში, კურილის კუნძულებზე, 7.3 მაგნიტუდის მიძისძვრა მოხდა, გამოცხადდა ცუნამის საფრთხე

რუსეთში, კურილის კუნძულებზე, 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე გამოცხადდა.

მიწისძვრა პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან 500 კილომეტრში მოხდა. კამჩატკის 4 რეგიონში მოსახლეობამ 5-ბალიანი ბიძგები იგრძნო. მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულო ონეკტანის აღმოსავლეთით, 288 კილომეტრში იყო.

მაცხოვრებლებს მოუწოდებენ, სეინარჩუნონ სიმშვიდე და ხელისუფლების წარმომადგენელთა მითითებებს დაემორჩილონ.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი არჩილ თალაკვაძეს ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატიაპარლამენტის პრესსამსახური არჩილ თალაკვაძესა და ადამ კინზინგერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს