რუსეთში კრისტინა ორბაკაიტის კონცერტები უქმდება

რუსეთში კრისტინა ორბაკაიტის კონცერტები უქმდება. აღსანიშნავია, რომ ორბაკიტეს ომის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო განცხადება არასოდეს გაუკეთებია. კონცერტების მოხსნის მიზეზები არ სახელდება.

ორბაკაიტეს კონცერტი ჯერ კიდევ იანვარში ულან-უდეში გაუქმდა. მაშინ ბურიატიის სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ”ორბაკაიტი არ არის უცხოელი აგენტების სიაში, მისი საქმიანობა ოფიციალურად არ არის აკრძალული რუსეთის ფედერაციაში, მაგრამ ბურიატიის მოქალაქეებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აზრის გათვალისწინებით, კონცერტი ფიზკულტურისა და სპორტულ კომპლექსში არ გაიმართება“.

ორგანიზაცია „საბრძოლო ძმობის“ აქტივისტები, რომლის თავმჯდომარეც ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატია, ულან-უდეში ორბაკაიტის კონცერტის წინააღმდეგ გამოვიდნენ. “საბრძოლო ძმობის” თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი საბლინია, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის უკრაინაში ომს. საბლინი ასევე, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, ბიზნესმენია და გრომოვის მრჩეველი იყო მაშინ, როდესაც ეს უკანასკნელი მოსკოვის რეგიონის გუბერნატორის პოსტს იკავებდა.

ორბაკაიტის კონცერტის ორგანიზატორმა სერგეი ზაიცევმა კონცერტების გაუქმებას მაყურებლის უფლებების დარღვევა უწოდა. მისი თქმით, გაუქმების ორგანიზატორები „კომერციული საქმიანობის შეფერხებით“ არიან დაკავებულნი. „კრისტინა არსად არის აკრძალული, მან მონაწილეობა მიიღო საახალწლო ღონისძიებებში და ყველა „წლის სიმღერაში“. აბა, ეს რა აღშფოთებული ხალხის ტალღაა? ისინი ეწევიან კომერციულ საქმიანობაში ხელის შეშლას. ორი ათასი ადამიანი შეიკრიბა კონცერტებზე მისასვლელად და 20 ან 30 ადამიანია აღშფოთებული, თუნდაც 200 ადამიანი იყოს აღშფოთებული… ადამიანს აქვს უფლება აირჩიოს, რა მუსიკა მოუსმინოს“, – განაცხადა ზაიცევმა.

კრისტინა ორბაკაიტეს საჯაროდ არასოდეს უსაუბრია უკრაინის ომზე. დედამისმა, ალა პუგაჩოვამ კი მკაცრად დაგმო უკრაინაში შეჭრა და ემიგრაციაში წავიდა. 2022 წლის დეკემბერში, ორბაკაიტი და კომპოზიტორი იგორ ნიკოლაევი სცენაზე გამოჩნდნენ უკრაინის დროშის ფერებით. მათი გამოსვლა პროპაგანდისტულმა არხმა Rossiya 1-მა გაავრცელა. ამავდროულად, ორბაკაიტის ყოფილმა ქმარმა ვლადიმერ პრესნიაკოვმა ისაუბრა ეგრეთ წოდებული “SVO”-ს სასარგებლოდ და განაცხადა, რომ მან თავისი კონცერტის საფასური გაგზავნა რუსი სამხედროების საჭიროებისთვის.

banner
წინა სტატიაშიამილახვარი: “უფასო სასკოლო კვება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თამარ ჩარკვიანი, რომელსაც ვიდრე სახლიდან აუშვებენ, ალბათ დამაწყნარებელი უნდა მიართვან