რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პორტ “კავკაზში” განთავსებულ სარკინიგზო ბორანი უკრაინელებმა ჩაიძირეს

რუსეთში, კრასნოდარის მხარეში პორტ “კავკაზში” განთავსებულ სარკინიგზო ბორანზე ხანძარი გაჩნდა. პორტზე უკრაინამ იერიში მიიტანა.

გავრცელებული ცნობებით, ბორანი საწვავით იყო დატვირთული. ამ ცნობას ავრცელებენ რუსული მედიებიც, რომლებიც რეგიონის ოპერაციულ შტაბს ეყრდნობიან.

რუსული მედია РБК კრასნოდარის ოპერაციულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ბორანი ჩაიძირა. მათივე ცნობით, ბორტზე განთავსებული იყო საწვავის 30 ცისტერნა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ცეცხლმოკიდებული ბორანი ჩანს.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: უკრაინამ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე იერიში სცადა, გავაფრთხილეთ გაეროს სააგენტო
შემდეგი სტატიაკამალა ჰარისმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა ოფიციალურად მიიღო