რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა

რუსეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ განცხადება ინფექციურ დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გააკეთეს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 1 459 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შემთხვევები აღრიცხულია ქვეყნის 81 რეგიონში.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში ვირუსის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე: საუკუნეების შემდეგაც ემახსოვრებათ ადამიანები, რომლებიც 9 აპრილს იცავდნენ ჩვენი ქვეყნის მომავალს
შემდეგი სტატიადასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა