რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის საავადმყოფოში 79 წლის ქალი დაიღუპა.

რუსეთის ოპერატიული შტაბის ცნობით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი პნევმონია გახდა. ქალს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, მათ შორის დიაბეტი, ათეროსკლეროზი და გულის ჰიპერტონიული დაავადება ჰქონდა.

პაციენტი 13 მარტს კერძო კლინიკაში მოათავსეს, 16 მარტიდან კი მოსკოვის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ახლო წრე დადგენილია, რომლებიც ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 28 ადამიანი გადაიყვანა
შემდეგი სტატიასაგანგებო ვითარება საჭიროების შემთხვევაში 1 თვეს გაგრძელდება, რაც სოციალური ეკონომიკის მდგომარეობისათვის მძიმე ტვირთი იქნება – დიმიტრი ხუნდაძე