რუსეთში კორონავირუსის 7933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ფედერაციაში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვი იზრდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 7933 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

საერთო ჯამში რუსეთში სულ ინფიცირებულია 106 498 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებულა რიცხვი 11 ათასზე მეტია.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 3 მილიონს აღემატება. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაკეროლ კარსკი: საქართველოს მთავრობას განზრახული აქვს პროდასავლურ, პროალიანსურ გზას მიჰყვეს