რუსეთში კიევზე მასიური სარაკეტო იერიშით კვლავ იმუქრებიან

რუსეთის ხელისუფლებამ კიევზე სარაკეტო დარტყმების გაზრდის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას UNAN იუწყება.
ოკუპანტები თავიანთ გადაწყვეტილებას იმით ამართლებენ, რომ თითქოს, უკრაინელი ჯარისკაცები რუსეთში ტერორისტულ თავდასხმებსა და დივერსიებს აწყობენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა.

„ღამით, მაღალი სიზუსტის, შორი დისტანციის, საზღვაო კალიბრის რაკეტები კიევის გარეუბანში, სამხედრო ობიექტს თავს დაესხნენ. შედეგად, დისტანციის და საშუალო დისტანციის საზენიტო-სარაკეტო სისტემები და გემსაწინააღმდეგო რაკეტები განადგურდა. კიევის ნაციონალისტური რეჟიმის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული ხასიათის ნებისმიერი თავდასხმის ან დივერსიის შეკვეთის საპასუხოდ, კიევის ობიექტებზე სარაკეტო დარტყმების რაოდენობა და მასშტაბი გაიზრდება“, – აღნიშნა იგორ კონაშენკოვმა.

banner
წინა სტატიაშიღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდაზე მუშაობს
შემდეგი სტატიაუკრაინის სარაკეტო სისტემის ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფმა ხერსონის რეგიონში მტრის მანქანების კოლონა გაანადგურა