რუსეთში ხვანჭკარა, ტვიში, ახაშენი, წინანდალი, მუკუზანი და ქინძმარაული დარეგისტრირდა

ქართული ადგილწარმოშობის ექვს დასახელებაზე რუსეთის ფედერაციის ინტელექტუალური საკუთრების ფედერალურ სამსახურში სარეგისტრაციო პროცედურა დასრულდა.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ცნობით, ხვანჭკარას, ტვიშის, ახაშენის, წინანდალის, მუკუზანის და ქინძმარაულის დასახელებაზე განსაკუთრებული უფლება, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე „ღვინის ეროვნულ სააგენტოს“ მიენიჭა.

საქპატენტმა ზემოაღნიშნული ადგილწარმოშობის დასახელებებზე „როსპატენტში“ განაცხადი 2013 წლის 18 ივნისს შეიტანა.

სავალდებულო პროცედურების გავლის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ადგილწარმოშობის დასახელებების სახელმწიფო რეესტრში ხვანჭკარას, ტვიშის და კიდევ ოთხ დასახალებაზე რეგისტრაციის ვადა 2023 წლის 18 ივნისამდე განისაზღვრა.

როგორც საქპატენტში განმარტავენ, ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა რუსეთის ფედერაციაშ ქართული ღვინის ცნობილი დასახელებების უკანონო გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლას შეუწყობს ხელს.

banner
წინა სტატიაშიშსს “ნიუპოსტის” მთავარი რედაქტორის სახლის ჩხრეკაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, არც ერთი დაშავებული დეპუტატის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება