რუსეთში ივან გროზნის ძეგლს თავზე ტომარა ჩამოაცვეს

რუსეთის ქალაქ ორიოლში, რუსეთის მრისხანე მეფის ივან გროზნის ძეგლს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. აცხადებს დამოუკიდებელი რუსული მედია.
რუსეთის ისტორიაში ,,მრისხანეს,, (რუსულად გროზნი რედ.) სახელით შესული მეფისთვის, რომელმაც შვილი და მეუღღლე საკუთარი ხელებით მოკლა, ძეგლის აგებას რუსული საზოგადოების ანტიპუტინური ნაწილი, ნეგატიურად შეხვდა და ამ დრომდე პროტესტს გამოხატავს. პროტესტის უჩვეულო ფორმა მოიფიქრა ვლადიმირში მცხოვრებმა აქტივისტმა (რომლის ვინაობაც არ სახელდება), რომელიც 30 ოქტომბერს გროზნის ძეგლზე აძვრა და მას თავზე ტომარა ჩამოაცვა, ხოლო ცხენის ქანდაკებას დაფა ჩამოკიდა წარწერით, ,,როგორი დახუთულობა და სიბნელეა,, (“Духота-то какая, темнота”). ფრაზა ცნობილი რუსული კინო-კომედიიდან ,,ივან ვასილევივიჩი პროფესიას იცვლის,,
როგორც რუსული მედია ღნიშნავს, 36 წლის იაროსლავლელი აქტივისტი რუსულმა პოლიციამ დააპატიმრა და მას წვრილმანი ხულიგნობის მუხლით – 500 რუბლი გადაახდევინეს.

iv

banner
წინა სტატიაშიიტალიაში მიწისძვრის შედეგად 15 ათასზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა
შემდეგი სტატია(ვიდეო) მიხეილ სააკაშვილი: მე არ შევეგუები, არ ვაღიარებ უკანონობისა და გაყალბების შედეგებს