რუსეთში ისრაელის ელჩი – ისრაელი მზადაა ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრას უმასპინძლოს

ისრაელი ადასტურებს მზადყოფნას უმასპინძლოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრას, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რუსეთში ალექსანდრე ბენ ზვიმ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა მიიღონ.

„სიამოვნებით ვუმასპინძლებთ ამ შეხვედრას იერუსალიმში,“- აღნიშნა დიპლომატმა.

მისი თქმით, ასევე შესაძლებელია რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრების იერუსალიმში გამართვაც. „ის, რაც გაკეთდა თურქეთში, შეიძლება გაკეთდეს ჩვენს ქვეყანაშიც“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი – ადამიანებმა უნდა მოითხოვონ ცვლილებები – როცა მოქალაქეები ერთად დადგებიან და ხელს ჩაკიდებენ, ამას წინ ვერაფერი აღუდგება
შემდეგი სტატიაგვარამია მოსამართლეებს – ამ კაცის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა არის სრულიად თქვენი გადასაწყვეტი