რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები და სადაზვერვო დრონები ინახებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს სპეცსამსახურებზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობით.

“უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, საზღვაო ფლოტთან ერთად, დაარტყა მნიშვნელოვან სამიზნეს – სადაზვერვო დრონების საწყობს, რომლითაც რუსეთი იერიშებს ახორციელებდა უკრაინის ქალაქებსა და ფრონტის ხაზზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამშობლოსთვის გულანთებულები, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა ამისთვის? – რეზო კიკნაძის სიტყვა სასამართლოზე
შემდეგი სტატიამდინარაძე: მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, ვინ არის ეს ადამიანი