რუსეთში, ჰოსტელის ტიპის სასტუმროში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა,– ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი ხაკასიის ბეისკის რაინში, ბაბიკის ხევში, ერთ-ერთ დასასვენებელ ცენტრში გაჩნდა.
ხანძრის შედეგად ჰოსტელი განადგურდა. ხანძარმა 72 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
რუსეთის პროკურატურის პრესსამსახური იუწყება, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
















