ღამის საატებში რუსეთსი სექსის დროს ხმაურის გამო კანონით დაგსჯიან, ამასთან, ხმაურის განმარტებაში შედის არამხოლოდ ბრაგუნი, ტყლაშუნი, საწოლის ჭრიალი და ასე შემდეგ, არამედ კვნესა, შორისდებულები და ფრაზები, რაც, ძირითადად, ორგაზმს ახასიათებს.
“სიჩუმის შესახებ კანონის“ თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 23:00 შემდეგ, ხმაურიანი სექსის გამო წყვილს შესაძლოა 3000 რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა და სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწიოს. – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, გამოცემა News Ru -მ რუსეთის საბინაო და კომუნალური მომსახურების ექსპერტი ჩაწერა:
💬 “ღამეა, ყველას სძინავს და თქვენ გაქვთ ვნებიანი მომენტები – ხმამაღალი კვნესა, კივილი ან თუნდაც საწოლის კედელზე მიჯახების ხმა. მეზობლებს ეს არ აღაფრთოვანებთ. ღამით ოჯახური სიახლოვის ძალიან ხმამაღალი გამოხატვისთვის, შესაძლოა მიიღოთ ჯარიმა ან სასამართლო პროცესი“- ამბობს დიმიტრი ბონდარი.
















