28.1 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

რუსეთში გარდაცვლილი იპოვეს უკვე მე-19 ტოპ-მენეჯერი, ამჯერად «К-Поташ Сервис»-ის გენდირექტორი

კალინინგრადის ოლქში, ერთ-ერთი ხიდის ქვეშ იპოვეს ალექს სინიცინის უთავო სხეული, მასზე მიმაგრებული იყო საბუქსირე ტროსით.

იმის მიუხედავად, რომ ცხედარი თავის გარეშე იპოვეს, რუსულმა ოფიციალურმა ორგანოებმა გაავრცელეს ინფორმაცია “შესაძლო სუიციდის” შესახებ, თუმცა გაუგებარია, როგორ მოახერხა სინიცინმა თავისივე თავის მოჭრა თვითმკვლელობის მიზნით.

სხვათა შორის, სინიცინი უკვე მე-19 ტოპ-მენეჯერია 2022-2025 წლების მონაკვეთში, რომლებიც საეჭვო გარემოებებში მიდიან ამქვეყნიდან. ამ ტოპ-მენეჯერებს შორის არიან “გაზპრომის”, “ნოვატეკის” ხელმძღვანელები, “ლუკოილისა” და “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტები, ასევე, “იაკუტსკენერგოს” გენდირექტორის მოადგილე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების ბოლო, მეხუთე ეტაპზეა
შემდეგი სტატია9 სექტემბერს გალერია თბილისში დაიბრუნეთ 40% – შეთავაზება თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათებზე