15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

რუსეთში გადასახადებიდან აკრეფილი ყოველი რუბლის ნახევარზე მეტი სამხედრო საჭიროებებს ხმარდება

რუსეთში გადასახადებიდან აკრეფილი ყოველი რუბლის ნახევარზე მეტი სამხედრო საჭიროებებს ხმარდება.

2026 წლის პირველ ნახევარში რუსეთმა სამხედრო სფეროზე რეკორდული 125 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ფედერალური ბიუჯეტის თითქმის 44%-ია.

გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხთა ინსტიტუტის უფროსი მკვლევრის, იანის კლუგეს გამოთვლებით, რომლებიც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს ეფუძნება, პირდაპირმა თავდაცვის ხარჯებმა 10.7 ტრილიონ რუბლს (125 მილიარდ დოლარს) მიაღწია – იტყობინება Defence Blog.

ეს 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 30%-იან ზრდას წარმოადგენს. აღნიშნულმა ხარჯებმა რუსეთის პირველი ნახევრის მშპ-ის 10.5% შეადგინა და ფედერალური მთავრობის მთლიანი შემოსავლების 57.3%-ს გაუტოლდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გადასახადებიდან აკრეფილი ყოველი რუბლის ნახევარზე მეტი სამხედრო ოპერაციების დაფინანსებაზე წავიდა.

ზრდა ძირითადად განპირობებულია ბიუჯეტის გასაიდუმლოებული მუხლებით, რომელთა დეტალებსაც კრემლის ოფიციალური პირები საჯაროდ არ ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის 2026 წლის ბიუჯეტით გასაიდუმლოებული ხარჯების წლიურ ლიმიტად 11.6 ტრილიონი რუბლი (135.5 მილიარდი დოლარი) განისაზღვრა, მთავრობამ ამ კატეგორიებში სულ რაღაც ექვს თვეში 8.4 ტრილიონ რუბლზე (98 მილიარდ დოლარზე) მეტი დახარჯა. კლუგეს მიერ გაანალიზებული ბიუჯეტის ისტორიული მონაცემები მოწმობს, რომ ამ ფარული ხარჯების დაახლოებით 85% სწორედ სამხედრო მოთხოვნებს აფინანსებს.

banner
წინა სტატიაშიდიტო ჩუბინიძე: ირაკლი ღარიბაშვილს არ ვიცნობ, კობახიძე კი დღეს კოსმონავტების შეკრებაზე იყო და გაფრენილია ორბიტიდან
შემდეგი სტატიამოწმე დომენტი ჩუბინიძე არანაირ ინფორმაციას არ ფლობს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით- პროკურორი