რუსეთში ერთიანი კაზაკური სამხედრო შენაერთი შეიქმნა-ატამანს პუტინი დანიშნავს

რუსეთის რეესტრში გაფორმებულმა კაზაკების 11-მა სამხედრო შენაერთმა ერთიანი თანამეგობრობა დააარსეს. სხდომაზე დაახლოებით 5 ათასი დელეგატი იმყოფებოდა და ის მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება ერთიანი თანამეგობრობის შექმნის, ერთიანი წესდებისა და სტრუქტურის ქონის შესახებ.
“რეესტრში რეგისტრირებული კაზაკური სამხედრო შენაერთების გაერთიანებით, ჯამში 200 ათასიანი არმია გვეყოლება” – ეროვნებების საქმეთა ფედერალური სააგენტოს წარმოამდგენელმა იგორ ბარინოვმა განაცხადა – “ბიბისი” წერს. მისი განმარტებით, ახალ სტრუქტურას მრავალი ფუნქცია ექნება, მათ შორის, კულტურულ-ისტორიული, თაობების პატრიოტულ აღზრდაში წვლილის შეტანა, კაზაკების უცხოურ გაერთიანებებთან კავშირების დამყარება და სხვა – “ბიბისი” წერს.

მმართველობაში 43 ადამიანი შევიდა. ასევე, საზოგადოებაში შედის ატამანების საბჭო, მმართველობა, საკონტროლო-სარევიზიო კომისია. ატამანს ოთხი მოადგილე, 13 განყოფილება და სამი ასისტენტი ეყოლება. განყოფილებები მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებთან ითანამშრომლებენ.
ატამანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნება ექვსი წლის ვადით. პუტინმა დღეს შეკრების მონაწილეებს ტელეგრამა გაუგზავნა და მიულოცა გაერთიანება.

banner
წინა სტატიაშიDW: გერმანია და საქართველო სამხედრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიასაქართველო დღეს არის ჭაობში