8.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

რუსეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დრონებით შეტევის შემდეგ მასშტაბური ხანძარია

რუსეთის ქალაქ იაროსლავში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში „სლავნეფტ-იანოსი“ დრონებით თავდასხმის შემდეგ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

„სლავნეფტ-იანოსი“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა, რომლის წლიური გადამუშავების სიმძლავრე დაახლოებით 15 მილიონი ტონა ნავთობია.

ქარხანა ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებს აწარმოებს. მისი პროდუქცია მიეწოდება მოსკოვის რეგიონს, აეროპორტებსა და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს.

დრონებით თავდასხმის გამო დროებით შეიზღუდა იაროსლავიდან მოსკოვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა. შეზღუდვები დაწესდა ქალაქის აეროპორტშიც, სადაც ფრენები დროებით შეაჩერეს.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში რუსეთის იერიშის სამიზნე საავადმყოფო გახდა – დაშავებულია 73 ადამიანი, 226 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, მე-6 კლასის მოსწავლემ მე-4 კლასელს სექსუალური ხასიათის ქმედება აიძულა