რუსეთში ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს – რუსული მედია

რუსეთის პროპაგანდისტული მედია, Russia Today წერს, რომ რუსეთში ქართველი მომღერლის, ერეკლე გეწაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

RT-ს ცნობაში ნათქვამია, რომ საქმე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის მუხლით აღიძრა. პროპაგანდისტული მედია წერს, რომ მათ ამის შესახებ რუსეთის მამათა საბჭოს თავმჯდომარემ, ანდრეი ზგონნიკოვმა აცნობა. აქამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გეწაძის პერფრომანსთან დაკავშირებით სწორედ ზგონნიკოვმა მიმართა.

25 მაისს, Tbilisi Open Air-ის სცენაზე, მუსიკოსმა ერეკლე გეწაძემ, პერფორმანსი გამართა, რომლის ფარგლებში რუსეთის დროშაზე მოშარდვის იმიტაცია გააკეთა.

banner
წინა სტატიაშისოფელ ღოღეთთან ოკუპანტები მავთულხლართის ღობეს ავლებენ – დავით ქაცარავა
შემდეგი სტატია“მანკიერება ყველა დონეზე ჩავიდა, სიმღერის სწავლასაც გვიკრძალავენ“-გიორგი უშიკიშვილი