„რუსეთის ფედერაციაში სამხრეთ ოსეთის გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია“, – ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
„არ არის საჭირო ხალხის მოტყუება. ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და რუს კოლეგებთან მუდმივი კავშირი მიმდინარეობს“, – განაცხადა ალან გაგლოევმა.
გაგლოევმა, ასევე, განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან საბაჟო გადასახადების გაუქმების საკითხზე მოლაპარაკება გაიმართა და ეს საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს.
გაგლოევი ამბობს, რომ რუსი კოლეგები ოსურ მხარეს უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობას ასწავლიან. ამის მიზანია „სამხრეთ ოსეთის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატების გადაადგილების დაუშვებლობა“.