27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში ძალაში შევიდა დადგენილება, რომლითაც საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლები რუსეთის ტერიტორიაზე 180 დღით დარჩენას შეძლებენ.

რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის და 180 დღით დარჩენისთვის საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა განცხადება უნდა წარადგინონ.

ელექტრონულ განაცხადში მითითებული უნდა იყოს რუსეთში შესვლისა და დარჩენის მიზეზი, ასევე, პასპორტისა და პროფესიული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

ცნობისთვის, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დროებით დარჩენის ვადა 180 დღემდე რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის მიერ 27 აპრილს გამოცემული დადგენილებით გახანგრძლივდა. დადგენილება ძალაში 30 ივნისს შევიდა.

banner
წინა სტატიაშისამწუხაროდ, დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოში ბევრ ქვეყანაში ხდება- კალაძე
შემდეგი სტატიაპენიტენციურ სისტემაში მყოფი შაქრიანი დიაბეტის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები საჭირო მედიკამენტებს „დიაბეტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ