რუსეთში დენთის ქარხანაზე დრონებით იერიში განხორციელდა – უკრაინული მხარე

რუსეთის ქალაქ ტამბოვში უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა დენთის ქარხანაზე, რომელიც რუსული არმიისთვის ფეთქებადი მასალების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო ავრცელებს.

მისი თქმით, აღნიშნული ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი ძირითადი ობიექტია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული.

არსებული ცნობით, იქ იწარმოება დენთი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის მცირე იარაღის, საარტილერიო და სარაკეტო სისტემებისთვის.

ამას გარდა, ტამბოვის დენთის ქარხანაში იწარმოება კოლოქსილინი, რომელიც ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა სპეციალიზებული პროდუქტების შესაქმნელად გამოიყენება.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე, ქარხანაში წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიჯო უილსონის წერილი საქართველოზე
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: ოპოზიცია მსჯელობს ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების ადმინისტრირების საკითხებსა და წესებზე