რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, გამოიყენოს არმია საზღვარგარეთ მყოფი რუსეთის მოქალაქეების დასაცავად.
დოკუმენტი ითვალისწინებს ცვლილებებს კანონებში „მოქალაქეობის შესახებ“ და „თავდაცვის შესახებ“.
კანონპროექტის ინიცირება სახელმწიფო დუმაში 19 მარტს მოხდა.
როგორც განმარტებით ბარათში ნათქვამია, ეს ნორმა შემუშავებულია რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც მათ საზღვარგარეთ დააკავებენ ან თუ ისინი სხვა სახის დევნას დაექვემდებარებიან.
რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო „ექსტერიტორიული“ გამოყენების გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტი მიიღებს.













