რუსეთში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომელშიც პუტინის პარტიის დეპუტატი იჯდა

რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, კერძო ვერტმფრენი, Robinson R44, ჩამოვარდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა და როგორც ირკვევა, მათ შორისაა პუტინის პარტიის, “ერთიანი რუსეთი” ერთ-ერთი დეპუტატიცაა. ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით რუსულ მედიაში ვრცელდება, თუმცა, ამ დროისთვის მედია მის ვინაობას არ აკონკრეტებს.

ცნობილია, რომ ვერტმფრენი, რომელიც სოფელ ბიჩიედან სოფელ კარანდაშევსკაიაში მიემართებოდა, გაუჩინარდა და ეკიპაჟი კავშირზე არ გამოდიოდა, რის შემდეგაც სამძებრო ოპერაცია დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ვერტმფრენის ნამსხვრევები და ავარიის ადგილზე – ორი ცხედარი.

ფრენა შესაბამისი ოფიციალური ნებართვის გარეშე სრულდებოდა.

ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე

banner
წინა სტატიაშიEdison Research: 85% არ ემხრობა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ საქართველოს ბოდიში აქვს მოსახდელი
შემდეგი სტატიატრამპი: ორივეს, მეც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სამართლიანი შეთანხმების მიღწევა გვსურს