27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

რუსეთში ბომბდამშენი “ტუ-22” ჩამოვარდა

Tass-ის ინფორმაციით, რუსეთის ირკუტსკის ოლქში კატასტროფა განიცადა ბომბდაშმენმა “ტუ-22“-მა. 

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი გეგმიური საწვრთნელი ფრენის დროს, დაშვებისას ჩამოვარდა. ეკიპაჟმა კატაპულტირება მოასწრო. ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კატასტროფას მიწაზე ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„ტუ-22“ რუსული ზებგერითი ბომბდამშენია, ის საჰაერო იერიშების დროს ბომბებსა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებს იყენებს. თვითმფრინავი 1980-იანი წლებიდან გამოიყენება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულთათვის 3.3 მლნ ლარზე მეტი გამოიყოფა — გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით
შემდეგი სტატიაშსს – სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა